რითია გამორჩეული ახალი iPhone 12 – გაჯეტის პრეზენტაცია

Sputnik

Apple-ის ახალი პროდუქცია OLED დისპლეითა და მინის ზემყარი დაცვით Ceramic Shield არის აღჭურვილი. დიზაინი გამოირჩევა ბრტყელი კიდეებით, როგორიც ჰქონდა iPhone 4-სა და iPhone 5-ს.

Apple-ის ყველა მოდელი აღჭურვილია ახალი A14 Bionic პროცესორით. ეს iPhone-ის პირველი პროცესორია, რომელიც 5–ნანომეტრული ტექნოლოგიის გამოყენებით შეიქმნა.

სისტემა Neural Engine ახლა 16 ბირთვზე მუშაობს და წამში 11 ტრილიონი ოპერაციის შესრულება შეუძლია. ეს ნიშნავს, რომ ამოცანები, რომლებსაც აქტიური გამოყენება ესაჭიროებათ, მაგალითად, ფოტოების დეტალიზაცია, 80%-ით უფრო სწრაფად სრულდება.

1 / 8
Apple ახალ ტელეფონებს ტრადიციულად სექტემბერში წარადგენს. თუ,ცა, ცელს, მსოფლიო პანდემიის გამო მეტხანს მოხდა გახდა საჭირო
2 / 8
ახალი ტელეფონები მეხუთე თაობის მობილურ ქსელზე იმუშავებს. კომპანიის გენერალური დირექტორი ტიმ კუკი მიიჩნევს, რომ 5G სმარტფონების უკეთეს მუშაობას უზრუნველყოფს
3 / 8
5G ქსელში ჩაერთვება არა მხოლოდ Pro მოდელები, არამედ ჩვეულებრივი iPhone 12-იც, ასევე მისი პატარა ვერსია iPhone Mini, რომლის ეკრანის ზომაც 5,4 დიუიმია
4 / 8
ახალი ტელეფონი 11%-ით თხელი და 16%-ით მსუბუქია წინა მოდელთან შედარებით
5 / 8
OLED-ეკრანი Super Retina XDR ახლა დაცულია „კერამიკული ფარით“ - მინას დამატებული აქვს ნანო-კერამიკული კრისტალები
6 / 8
კიდევ ერთი სიახლე არის ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემა, რომელიც ადრე მხოლოდ დიდ კამერებს ქონდა, ისიც ყველას არა. iPhone Max ახლა რეაგირებს ხელის კანკალზე, ახდენს მოძრაობის ფიზიკურ კომპენსაციას სენსორის მრიცხველის მოძრაობით - ეს ფოტოგრაფებისათვის ნამდვილი ოცნებაა!
7 / 8
მნიშვნელოვნად დაიცვეწა ვიდეო გადაღებაც: ახალ ტელეფონში გამოყენებულია HDR-ვიდეოს 10 ბიტიანი ჩაწერის ფორმატი, შესაძლებელია Dolby Vision 4K ხარისხში გადაღება წამში 30 კადრამდე (Pro ვერსიაში - 60 კადრამდე)
8 / 8
კომპანიამ ასევე წარმოადგინა ახალი „ჭკვიანი“ სპიკერი HomePod Mini, მაგრამ ამას აჟიოტაჟი არ გამოუწვევია - როგორც ჩანს, ამ ბაზარზე Apple კონკურენტ Google-თან და Amazon-თან შედარებით სუსტია