ყვითელი ამბები

ჩცდ-ის ბაქარი დაქორწინდა – ნახეთ ვინ არის მისი რჩეული – ფოტოები

ბაქარის როლზე როცა დაამტკიცეს, 15 წლის იყო, ახლა 22-ის არის. მსახიობობა სულ უნდოდა, თუმცა პიარ-მენეჯერის პროფესიას ეუფლება...
Sputnik

ჩემი ცოლის დაქალებში” მატებაა – სერიალის მსახიობმა ბუბა მირცხულავამ, იგივე ბაქარ ორჯონიკიძემ იქორწინა.

ბუბას რჩეული უმშვენიერესი გოგონა სოფო ანდღულაძეა. წყვილმა იუსტიციის სახლში მოაწერა ხელი და ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” გადაღებები შეჩერებულია და არავინ იცის როდის განახლდება.

ბაქარის როლზე როცა დაამტკიცეს, 15 წლის იყო, ახლა 22-ის არის. ქალაქში სასწავლებლად ჩამოსული პროვინციელი ბიჭის ცხოვრებაში, რომელმაც თავისი კილოთი და გულუბრყვილობით სერიალის მაყურებელი ეკრანზე გამოჩენისთანავე გაახალისა, ბევრი რამ შეიცვალა. ახლა ბაქარი წარმატებული ბიზნესმენია დიდი გეგმებითა და ბიზნეს-გათვლებით.

მსახიობობა, როგორც ინტერვიუებში ამბობს, სულ უნდოდა, თუმცა ტექნიკურ უნივერსიტეტში პიარის ფაკულტეტზე სწავლობს. „ხასიათითაც „ჩალიჩა“ ტიპი ვარ, აქტიური და ენერგიის დახარჯვა მინდა ხოლმე სულ. ეს პროფესია კი ძალიან ბევრ ენერგიას მოითხოვს. ამიტომაც გადავწყვიტე... ჯერ ვსწავლობ, სამუშაოდ დრო არ მრჩება, ფიზიკურად ვერ გავწვდები“, – ამბობს მსახიობი.