ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 18 ოქტომბერს

დედაქალაქში კვირას მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 27 გრადუსამდე მოიმატებს.
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში კვირას, 18 ოქტომბერს უნალექო და მზიან ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 07:16 საათზე ამოვა და 18:14 საათზე ჩავა.

ღამით მინიმალური ტემპერატურა +14  გრადუსი, დღისით კი + 27 გრადუსია მოსალოდნელი. ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.