მსოფლიო დღეს

ექვსი წლის შემდეგ: შეერთებულმა შტატებმა ყირიმის მახლობლად ფრენები განაახლა

FAA-ს განკარგულებაში განმარტებულია, რომ აღნიშნულ ზონაში ფრენების განახლება ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებას არ ნიშნავს.
Sputnik

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ (FAA) ამერიკულ ავიაკომპანიებს ყირიმის მახლობლად, სიმფეროპოლის საჰაერო პასუხისმგებლობის ზონაში ფრენების ნებართვა მისცა.

შესაბამისი დოკუმენტი წინასწარ გასაცნობად გამოქვეყნებულია აშშ-ის ფედერალური რეესტრის საიტზე. ის ძალაში 27 ოქტომბერს შევა.

როდის განახლდება რეგულარული ავიამიმოსვლა ევროპასთან – გახარიას განმარტება

ამასთან, FAA-ს განკარგულებაში განმარტებულია, რომ აღნიშნულ ზონაში ფრენების განახლება ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებას არ ნიშნავს.  

აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს განცხადების თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება უკრაინის განზრახვას, „მიიღოს ზომები ფრენის რისკების შესამცირებლად“ მოცემულ რეგიონში.

ამასთან შეერთებული შტატები თავისი ავიაკომპანიებისთვის კვლავ ძალაში ტოვებს აკრძალვას დნეპროპეტროვსკის საფრენ ზონაში რეისების განხორციელებაზე, რასაც უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული რისკებით ხსნის.   

აშშ-ის ხელისუფლებამ ყირიმის რეგიონში ფრენების აკრძალვაზე გადაწყვეტილება 2014 წელს მიიღო. შეზღუვები შეეხებოდა აშშ-ის ყველა სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების ავიაკომპანიას.