ყვითელი ამბები

„მე და სიყვარული...“ – სალომე ჭაჭუა უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს

ქორეოგრაფი ფანების გაოცებას არ წყვეტს, სალომე ჭაჭუა ყოველთვის გასაოცრად გამოიყურება. ნახეთ რა ვიდეოს აქვეყნებს სოციალურ ქსელში.
Sputnik

მოცეკვავე სალომე ჭაჭუას ძაღლი „ბაზუ“ სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სალომე ბოლო პერიოდში მის გარეშე არსად დადის და სოციალურ ქსელშიც მხოლოდ მასთან ერთად აქვეყნებს ფოტოებსა, თუ ვიდეოებს. ამჯერად ახალ ვიდეოს სალომემ „მე და სიყვარული“ დააწერა და უამრავი კომპლიმენტიც მიიღო. ვიდეოში სალომე და „ბაზუ“ ლისის ტბის ფონზე ჩანან, სადაც მოცეკვავე, სავარაუდოდ, ძაღლს ყოველდღე ასეირნებს.

სალომე იურისტების ოჯახში გაიზარდა. მისმა შემოქმედებითმა უნარმა და ხელოვნებისადმი სიყვარულმა ყველა წინააღმდეგობას გაუძლო და საქართველოში სამეჯლისო ცეკვების დედოფლად იქცა. პროფესიიდან გამომდინარე, სცენაზე მუდამ გამომწვევად აცვია. სცენის მიღმა კლასიკურ სტილს, საღამოს კაბებსა თუ სპორტულ ტანისამოსს ერთნაირი წარმატებით ირგებს.

სალომე ჭაჭუა სატელევიზიო სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი უჩვეულო ქორეოგრაფია ცეკვის მოყვარულების ყურადღებას იქცევს. მოცეკვავის სკოლაში უპრეცედენტო რაოდენობის მოსწავლეები დადიან. მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ბოლო სეზონზე სალომე არ გამოჩენილა. მიზეზი კი ის აღმოჩნდა, რომ სალომე ბეირუთში ანალოგიურ შოუში მიიწვიეს. იქ ის ზაფხულიდან შემოდგომამდე დარჩა, პარალელურად კი პატარა მოსწავლეებს თბილისში აკითხავდა.

ზაფხულში ცნობილი მოცეკვავე 30 წლის გახდა. მსახიობ გიორგი ვარდოსანიძესთან დაშორების მერე ქორეოგრაფი პირად ცხოვრებაზე აღარ საუბრობს.