როდემდე შენარჩუნდება თბილი ამინდები ქვეყანაში – სინოპტიკოსების პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მზიანი ამინდები რჩება – ქვეყნის დასავლეთ ნაწილში პლუს 32, აღმოსავლეთში კი 28 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.
Sputnik

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში უახლოეს დღეებში თბილი, უნალექო ამინდები შენარჩუნდება, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 15–18 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში პლუს 27–32 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 23–38 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი.

19 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება და შედარებით აგრილდება.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა პლუს 25–27 გრადუსი დაფიქსირდება.