ყვითელი ამბები

„ხელის დარტყმაც ხშირად ყოფილა, თოფით მემუქრებოდა მოგკლავო“ – ლოლა წერეთელი ყოფილ მეუღლეზე

სარესტორნო მომღერალი ლოლა წერეთელი ყოფილ მეუღლეზე პირველად საუბრობს. აღმოჩნდა, რომ ქალი ძალადობის მსხვერპლი იყო და ქმარი მოკვლით ემუქრებოდა.
Sputnik

გადაცემაში „შორენას ეფექტი” უიღბლო ქორწინებაზე და ოჯახური ძალადობის სირთულეებზე მომღერალი ლოლა წერეთელი საუბრობს. მომღერალი ამბობს, რომ პირველ ქორწინებაში მრავალწლიანი ძალადობის მსხვერპლი იყო. 30 წლის ასაკში ოჯახის შექმნა გადაწყვიტა, შვილი უნდოდა.

ქალი ჰყვება, რომ ქმარს სმა ძალიან უყვარდა, ხელის დარტყმაც ხშირად ყოფილა, თუმცა „პლეხანოვურ ოჯახში“ გაიზარდა და მშობლებმა უთხრეს, ქმართან თუ იჩხუბებდა, არ ჩაერეოდნენ, ამიტომ ითმენდა და რცხვენოდა იმის თქმა, რომ მეუღლე სცემდა.

„რაღაც დღესასწაული იყო, სამგან ვიმუშავე, გამთენიისას მოვედი ფულით. მითხრა, შენ ეს საიდან მოიტანეო, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა სადაც ვმუშაობდი. ჩვენ სამი წელი მეზობლებივით ვიცხოვრეთ, ცოლ-ქმრული ურთიერთობა არ გვქონია. ბოლოს მისგან წამოვედი. შერიგებას მთხოვდა, თან ჩემივე ნაყიდი თოფით მემუქრებოდა – მოგკლავო“, – იხსენებს ლოლა წერეთელი.

ქალი მეორედ ასევე სარესტორო მომღერალ გიორგი წერეთელზე გათხოვდა. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი სკანდალურად დაშორდა. მათი ოჯახი გასულ წელს დაინგრა. რაც შეეხება შემოქმედებით საქმიანობას, გიორგი მომღერალმა აჩი ფურცელაძემ ჩაანაცვლა, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში ლოლა ამბობდა, რომ გიორგი არის მისთვის ადამიანი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს. „აჩის აქვს ადგილი სიმღერაში, გიორგის როგორც ჰქონდა თავისი ადგილი სიმღერებში, ასე არის და იქნება“, – ამბობდა მომღერალი.

ცოტა ხნის წინ ლოლა წერეთელმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ შეყვარებულია და საყვარელი მამაკაცი მამით ფრანგია, დედით სომეხი და ის საფრანგეთში გაიცნო. მას ლოლას შესრულებული სომხური სიმღერა მოეწონა. როგორც ლოლა აღნიშნავს, მასთან ურთიერთობა აქვს, თუმცა დაქორწინება არ სურს. მამაკაცი კი მას ხელსა და გულს სთავაზობს.