„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ ავტოტრანსპორტის  მოძრაობა შეიზღუდება

„ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურიდან ჯუღელის ქუჩამდე მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი ამ მონაკვეთზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოებია.
Sputnik

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ 16 ოქტომბრიდან მოძრაობა დროებით შეიზღუდება დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, იუწყება დედაქალაქის მერია.

თბილისის მერია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „ვისოლი“ ბენზინგასამართი სადგურიდან ჯუღელის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს.

„დაგეგმილი სამუშაოების გამო აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე წლის 16, 17 და 18 ოქტომბერს, ღამის საათებში (23:00-დან 08:00 საათამდე) საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება“, – აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

მერია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.