COVID-19 საქართველოში: ამდენი ჯერ არ ყოფილა – ახალი მონაცემები

სულ გამოჯანმრთელდა 7367 ადამიანი, გარდაიცვალა – 113, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5792, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1042 ადამიანი იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 919-ით გაიზარდა და 14440-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 7367 ადამიანი, გარდაიცვალა – 113, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5792, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1042 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.