როგორ აღინიშნება საქართველოში სვეტიცხოვლობა პანდემიის ფონზე – ვიდეო

„Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში იხილავთ, თუ როგორ აღნიშნავენ კორონავირუსის პანდემიის და ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე სვეტიცხოვლობას, დიდ მართლმადიდებლურ დღესასწაულს.
Sputnik

მორწმუნეებმა, რომლებიც ტაძარში მივლენ, უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია და მათ უნდა ეკეთოთ პირბადე.

ყველას, ვინც ტაძარში შედის, უზომავენ ტემპერატურას. სასულიერო პირები ასევე პირბადით არიან. ტაძრის ტერიტორიაზე მორიგეობს პოლიცია.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი — ქრისტეს ყველა მოციქულს. 14 ოქტომბერი საქართველოში უქმე დღეა.