სამი პროდუქტი, რომლებიც წონის სწრაფად დაკლებაში დაგეხმარებათ

ჩინელი დიეტოლოგი ამტკიცებს, რომ ეს სამი პროდუქტი კიდევაც დაგანაყრებთ, მადასაც დაგიქვეითებთ და ზედმეტ კილოგრამებსაც დაწვავს.
Sputnik

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ჩინელმა დიეტოლოგმა პორტალ Sohu-ზე ჩამოთვალა სამი პროდუქტი, რომლებიც მკაცრი შეზღუდვების გარეშე დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.

დაუშვებელია ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს: დასახელდა პროდუქტები

დიეტოლოგის თქმით, გახდომის მსურველთა რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს კიტრი. ის დიდი რაოდენობით წყალსა და საკვებ ბოჭკოს შეიცავს, რის გამოც დანაყრების შეგრძნებას აჩენს. გარდა ამისა, კიტრი აჩქარებს ცხიმების წვას, მისი კალორიულობა კი დაბალია.

ასევე უნდა მიირთვათ ბროკოლი, რომელსაც ძალიან მაღალი კვებითი ღირებულება აქვს. ეს ბოსტნეული აჩქარებს მეტაბოლიზმსა და სისხლის მიმოქცევას. ბროკოლი, კიტრის მსგავსად, დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოს შეიცავს, რაც დანაყრებას იწვევს და ცხიმების წვას უწყობს ხელს.  

კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც სასარგებლოა წონის დასაკლებად, უჯრედისით მდიდარი შვრიის ფაფაა. იგი აჩენს სიმაძღრის შეგრძნებას და, შესაბამისად, ამცირებს მადას. გარდა ამისა, შვრიის ფაფა ხელს უწყობს ნაწლავების გაწმენდას და ადამიანი ბუნებრივი გზით იკლებს წონაში.