სვეტიცხოვლობა კორონავირუსის ფონზე: როგორ აღინიშნება დღესასწაული პანდემიის დროს

Sputnik

მცხეთობა-სვეტიცხოვლობა არის უფლის კვართისა და მირონმდინარე ძელი ცხოვლის დღესასწაული, რომელიც 14 ოქტომბერს იმართება საქართველოში და ეს დღე ქვეყანაში უქმედაა გამოცხადებული.

ტაძრის შესასვლელთან პოლიციამ დააყენა ბარიერები, ყველა მომლოცველს სთხოვენ დისტანციის დაცვას და ნიღბის ტარებას. ასევე ყველას, ვინც ტაძრის ტერიტორიაზე შედის, უზომავენ სიცხეს.

1 / 14
კორონავირუსის პანდემიამ ცხოვრების წესის შეცვლა გამოიწვია. ფოტოზე - მორწმუნეები სვეტიცხოვლის შესასვლელთან რიგში
2 / 14
ახლა ასე აღნიშნავენ მცხეთობა-სვეტიცხოვლობას - ნიღბებითა და დისტანციის დაცვით
3 / 14
სვეტიცხოველთან დისტანციის დაცვისკენ სხვადასხვა გზებით მოუწოდებენ
4 / 14
თუმცა ხალხის მოგროვება ტაძართან გარდაუვალია
5 / 14
ყველას, ვინც ტაძარში შედის, ტემპერატურას უზომავენ
6 / 14
ტრადიციულად, ტაძარში დღესასწაულზე იყიდება სანთლები - ახლა გამყიდველებიც პირბადეებს იყენებენ
7 / 14
რთული დრო დადგა
8 / 14
ტაძარში ერთდროულად შეზღუდული რაოდენობით უშვებენ ხალხს
9 / 14
ტაძართან რიგების თავიდან ასაცილებლად პოლიცია ბარიერებს აღმართავს
10 / 14
პირბადეებით სარგებლობენ მომლოცველებიც და სასულიერო პირებიც
11 / 14
ადგილზე იმყოფებიან მედიცინის მუშაკებიც
12 / 14
ახლა ასე იმართება დღესასწაული - ეს ზომები ადამიანების უსაფრთხოებისათვის მიიღება
13 / 14
ტაძარში ასევე იცავენ დისტანციას და ატარებენ პირბადეებს
14 / 14
ალბათ, დღეს ბევრი ილოცებს იმისათვის, რომ ეს სიტუაცია მალე დასრულდეს