ყვითელი ამბები

ნანიკო ხაზარაძის ქალიშვილის უჩვეულო გადაწყვეტილება – გოგონამ გრძელი თმა გადაიპარსა

ყველასათვის ცნობილი ჟურნალისტის ქალიშვილი დედას სულ უფრო და უფრო ემსგავსება. ამჯერად თინეიჯერმა ქერა თმა გადაიპარსა და იასამნისფრად შეიღება. ნახეთ როგორ გამოიყურება გოგონა ახალი იმიჯით.
Sputnik

საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო ცნობილი სახეების შვილებს სოციუმში თავის დამკვიდრება უჭირთ. ეს სტერეოტიპი ნანიკო ხაზარაძეს და მის ლაღ ქალიშვილს არ ეხებათ. წარმატებული ტელეწამყვანის თქმით, ერთადერთ ქალიშვილს არასდროს არაფერს უკრძალავდა. მიუხედავად იმისა, რომ ნანიკო და ლილუს მამა ძალიან მალე დაშორდნენ, ნანიკომ ძალა მოიკრიბა და ცხოვრება შვილთან ერთად ახალი ფურცლიდან დაიწყო.

ლილუ და ნანიკო, ფაქტობრივად, ერთად გაიზარდნენ. ტელეწამყვანსა და მის ქალიშვილს საოცარი მეგობრობა აკავშირებთ. ლილუ სკოლის მოსწავლეა, თუმცა დედა დამოუკიდებლობას არ უშლის. სულ რამდენიმე თვის წინ ნანიკომ ვარცხნილობის შეცვლა გადაწყვიტა, ახლა კი დედის მიერ დანერგილი ტრენდით ქალიშვილიც დაინტერესდა.

აღსანიშნავია, რომ თინეიჯერი დიდი ხანია გადაწყვეტილებებს დედასთან რეკომენდაციის შემდეგ, თუმცა დამოუკიდებლად იღებს. ლილუ ნუცუბიძემ სამსახური 16 წლის ასაკში დაიწყო. ყვავილებით დაინტერესებულმა თავისუფალმა და დამოუკიდებელმა სკოლის მოსწავლემ სამსახური თბილისის ცენტრში იპოვა. ამის შესახებ ნანიკო ხაზარაძემ საკუთარ გვერდზე დაწერა. „ლილუ სამსახურში“ – ამ სათაურით გამოქვეყნებულმა ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ ლილუს დედა უზრუნველყოფს, გოგონამ საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო. უსაყვარლესი გოგონა გამყიდველად მუშაობს „ყვავილების ქარხანაში“, რომელიც პეტრიაშვილის ქუჩის დასაწყისში მდებარეობს. როგორც ჩანს, გოგონა მსგავსი ნაბიჯებით უფრო მეტად ძლიერდება და დამოუკიდებელი ხდება.

მორიგი შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება და ლილუს მოდური „ლუქი“. გოგონამ თმის გადაპარსვა გადაწყვიტა, რაშიც მას ხელი ნანიკომ არ შეუშალა. პირიქით, ახლა დედა-შვილი ტყუპი დებივით გამოიყურება და თავს მოკლე თმით იწონებს.

ლილუს თმის გადაპარსვის იდეა სპონტანურად მოუვიდა, თუმცა გოგონა ამაზე არ გაჩერდა. რამდენიმე დღის მერე ტელეწამყვანის ოფიციალურ გვერდზე ფოტო გამოჩნდა, რომელზეც ლილუმ თმა იასამნისფრად შეიღება. როგორც ჩანს, თამამი გადაწყვეტილება მარტივად მიიღო. როგორ მოგწონთ გოგონას ახალი იმიჯი?