ხაზარაძე: „თიბისი ბანკს“ არავინ გამოუსახლებია

ოპოზიციური პარტიის "ლელო საქართველოსთვის"ლიდერი, TBC Bank-ის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მის ბანკზე და მევახშეობაზე საუბრობს.
Sputnik
ხაზარაძე: „თიბისი ბანკს“ არავინ გამოუსახლებია
.„ბიზნესის წარმატება პოლიტიკურ წარმატებაში არ ითარგმნება, თუმცა, რაც ორივეს სჭირდება, არის ნდობა. თითქმის ყველა სფეროში დავდეთ წარმატების ფორმულა. დღესაც კი მოსახლეობის 40%, ნდობის გამო, თავის დანაზოგს ინახავს „თიბისი ბანკში“. მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ყველგან გავიმეორებ, რომ „თიბისი ბანკს“ ოჯახში მაცხოვრებელი ადამიანი გარეთ არ გამოუსახლებია. დღეს 600 ათასი კერძო იპოთეკარი, ნამდვილი მევახშე რაც არის, ისაა დარეგისტრირებული“, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ხაზარაძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ 2019 წლის ბოლოს დააფუძნა. საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ ამომრჩეველთა 2–3% უჭერს მხარს.