ყვითელი ამბები

„ირაკლის დედა გარდაიცვალა...“ – ნათია ფანჯიკიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილი ფსიქოლოგი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მისი დედამთილი და ცნობილი პოლიტიკოსის დედა გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას დედა გარდაეცვალა. როგორც მისი მეუღლე ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, დაკრძალვა შაბათს გაიმართება.

„რა უცნაური რამეა, რომ შვილიშვილებისთვის მაინც ისაა ხოლმე მთავარი, რომ ბებოები დედაზე გემრიელ კარტოფილს წვავენ. ნიკუშას ერთ-ერთი საყვარელი იუმორისტული ხაზი სადილის მერე დოდოსთან დარეკვა და თქმა იყო, როგორ ცუდად გამოვკვებე და როგორ შეცდა და ნანობს, რომ მასთან მისვლა ვერ მოახერხეს“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

ცნობილ ფსიქოლოგს ნათია ფანჯიკიძეს და პოლიტიკოს ირაკლი ალასანიას სამი შვილი – ორი ვაჟი და ერთი გოგონა ჰყავთ.