ფოთში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღე-ღამური მაჩვენებელი კვლავ იზრდება. დღეს COVID-19-ის 680 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული.
Sputnik

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ფოთში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ქუთაისში კორონავირუსი საკრებულოს დეპუტატს დაუდასტურდა

ფოთში სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილმა" მუშაობა შეაჩერა. PCR-კვლევები კვლავაც გრძელდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ინფიცირებულთა რიცხვს არ აკონკრეტებს, რადგან, როგორც თავად ამბობენ, იგი ყოველ წუთს იცვლება. ფოთში დღეს გამოვლენილ რეკორდულ მაჩვენებელს ადასტურებს ფოთის მერი გოჩა კურდღელია.

„გუშინ ლაბორატორიაში გაიგზავნა „აჭარა ტექსტილის" 417 თანამშრომლის ნიმუში. ეტაპობრივად ხდება პასუხების მიღება. ახლა მივიღეთ ინფორმაცია, რომ 116 პირს დაუდგინდა COVID-19. მათში არიან ფოთელებიც და არაფოთელებიც. რიცხვი პერიოდულად იცვლება. „აჭარა ტექსტილმა" მუშაობა უკვე შეაჩერა. ფაბრიკაში 1300-მდე ადამიანია დასაქმებული, მათგან 350 ადგილობრივია", – აღნიშნა გოჩა კურდღელიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღე-ღამური მაჩვენებელი კვლავ იზრდება. დღეს COVID-19-ის 680 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული. სულ გამოჯანმრთელდა 7 157 ადამიანი, გარდაიცვალა 109 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში საქართველოს 5 590 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ნიკა ლატარია