მსოფლიო დღეს

სპეცოპერაცია გროზნოში: ლიკვიდირებულია ოთხი ბოევიკი, დაიღუპნენ სამართალდამცველებიც – ვიდეო

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს ოქტომბრის რაიონში სამართალდამცველებმა დღეს კონტრტერორისტული სპეცოპერაცია ჩაატარეს.
Sputnik

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. გროზნოში ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად ოთხი ბოევიკია ლიკვიდირებული, შეტაკებაში დაიღუპა სამი სამართალდამცველი, იუწყება მასმედია რესპუბლიკის ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობით.

ჩეჩნეთის ინფორმაციის მინისტრ აჰმედ დუდაევის განცხადებით, ამ დროისათვის გროზნოში მშვიდი ვითარებაა.

მისი თქმით, დაღუპული სპეცრაზმელების ოჯახებს სახელმწიფო გაუწევს დახმარებას.

ამასთან ზუსტდება, რომ გროზნოში შემზღუდავი ზომები შემოღებული არ არის და მოქალაქეები არანაირ დისკომფორტს არ გრძნობენ.