კორონავირუსმა სასწავლო პროცესი ჩაშალა: ქუთაისის №1 საჯარო სკოლა ონლაინ–სწავლებაზე გადადის

ამ ეტაპზე ქუთაისში არსებული 38 საჯარო სკოლიდან ახალი კორონავირუსული ინფექცია 15 სკოლაშია დადასტურებული.
Sputnik

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში კორონავირუსის ხუთი შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც დაწესებულება სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. 

ფოთის მესამე საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ცნობით, ვირუსი ოთხ მშობელს და ერთ მასწავლებელს დაუდასტურდა.

სკოლის დირექტორის სალომე სარალიძის განცხადებით, პედაგოგი, სავარაუდოდ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაინფიცირდა.

„პედაგოგს ტემპერატურა ჰქონდა, რის გამოც ექიმს მიმართა, გაიკეთა კვლევა და ვირუსი დაუდგინდა“, – განაცხადა დირექტორმა.

ამ ეტაპზე ქუთაისში არსებული 38 საჯარო სკოლიდან ახალი კორონავირუსული ინფექცია 15 სკოლაშია დადასტურებული.

ამ დროისათვის საქართველოში ინფიცირების 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 6 538 ადამიანი, გარდაიცვალა 93 პაციენტი.