COVID-19 - ბოლო ცნობები

პირველად მსოფლიოში: გარდაიცვალა კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირებული პაციენტი

ამ დროისათვის მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით განმეორებით ინფიცირების სულ 23 შემთხვევაა დაფიქსირებული.
Sputnik

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ნიდერლანდებში გარდაიცვალა ქალი, რომელიც მეორედ დაინფიცირდა ახალი ტიპის კორონავირუსით, იუწყება სააგენტო BNO News. 

რამდენ ხანში შეიძლება კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირება: ვირუსოლოგის პასუხი

აღსანიშნავია, რომ ეს განმეორებითი ინფიცირებით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა მსოფლიოში.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ონკოლოგიური დაავადებისა და იმუნოდეფიციტის მქონე 89 წლის ქალბატონზე, რომელსაც კორონავირუსი პირველად ზაფხულში დაუდგინდა.

„ივლისში პაციენტი საავადმყოფოში შემოიყვანეს. კორონავირუსზე ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ხუთი დღის შემდეგ პაციენტი შინ გაწერეს, ვინაიდან იმ დროისათვის ინფექციის ყველა ნიშანი გამქრალი იყო. თუმცა ორი თვის შემდეგ პაციენტი ისევ შემოიყვანეს საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურითა და ხველებით. კორონავირუსზე ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა“, – აღნიშნავს სააგენტო.

როგორც ირკვევა, ქალბატონის მდგომარეობა მერვე დღეს გაუარესდა, კიდევ ორი კვირის შემდეგ კი გარდაიცვალა.

როგორც გამოცემა აზუსტებს, ამ დროისათვის მსოფლიოში კორონავირუსით განმეორებით ინფიცირების სულ 23 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 20 პაციენტი უკვე განიკურნა, ორი მკურნალობას განაგრძობს, ერთი კი გარდაიცვალა.