სარესტორნო მომღერალი ლოლა წერეთელი შეყვარებულია. ამის შესახებ მომღერალმა რადიო „არ დაიდარდოს” ეთერში გადაცემაში „რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” განაცხადა. მომღერლის თქმით, მისი საყვარელი მამაკაცი ამჟამად საფრანგეთში იმყოფება და მის ნახვას პანდემიის გამო ვერ ახერხებს. დაწვრილებით საუბარი ლოლას არ სურს, მაგრამ ამბობს, რომ ის ძალიან სიმპათიური და მისთვის სასურველი მამაკაცია.
ცოტა ხნის წინ ლოლა წერეთელი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ საყვარელი მამაკაცი მამით ფრანგია, დედით სომეხი და ის საფრანგეთში გაიცნო. მას ლოლას შესრულებული სომხური სიმღერა მოეწონა. როგორც ლოლა აღნიშნავს, მასთან ურთიერთობა აქვს, თუმცა დაქორწინება არ სურს. მამაკაცი კი მას ხელსა და გულს სთავაზობს.
„რა აუცილებელია ხელის მოწერა? ეს ნაბიჯი რომ გადადგა, ადამიანი ძალიან უნდა გიყვარდეს. მე კი ჯერ მხოლოდ მომწონს. ასეც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. უამრავი მსმენელი მყავს, ორი დისშვილი და ეს ყველაფერი ცხოვრებას მივსებს. ჩემ გვერდით მამაკაცია და რა საჭიროა ფორმალობები?“ – ამბობდა ლოლა.
ცნობილი სარესტორნო წყვილის ლოლა და გიორგი წერეთლების ოჯახი გასულ წელს დაინგრა. რაც შეეხება შემოქმედებით საქმიანობას, გიორგი მომღერალმა აჩი ფურცელაძემ ჩაანაცვლა, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში ლოლა ამბობდა, რომ გიორგი არის მისთვის ადამიანი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს. „აჩის აქვს ადგილი სიმღერაში, გიორგის როგორც ჰქონდა თავისი ადგილი სიმღერებში, ასე არის და იქნება“, – ამბობდა მომღერალი.