მსოფლიო დღეს

თავისუფალი ცირკულაცია თუ ვაქცინაცია: ჯანმოს ახალი კომენტარი „კოლექტიურ იმუნიტეტზე“

ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად მიუღებელ ფორმაზე ისაუბრა.
Sputnik

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. დაავადება COVID-19-ის მიმართ ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბების იდეა, რომელიც კორონავირუსის დაუბრკოლებლად გავრცელებას ეფუძნება, ეწინააღმდეგება ეთიკას და მეცნიერულ მიდგომას, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

​„კოლექტიური იმუნიტეტი ისტორიაში არასდროს გამოყენებულა დაავადების აფეთქებასთნ ბრძოლის სტრატეგიად, რომ აღარაფერი ვთქვათ პანდემიაზე“, — აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

გებრეიესუსის თქმით, კოლექტიური იმუნიტეტი უნდა გამომუშავდეს არა მოსახლეობაში ვირუსის თავისუფალი ცირკულაციით, არამედ მასობრივი ვაქცინაციით.

ჯანმომ COVID-19-ის ბალახებით მკურნალობა გადაწყვიტა: აბზინდის ნაყენი კლინიკურად გამოიცდება

ჯანმოს გენდირექტორი აღნიშნავს, რომ ბევრი ქვეყანა ჯერ კიდევ ძალიან შორსაა კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებისგან.

ამასთან გებრეიესუსმა შეახსენა საზოგადოებას, რომ ორგანიზმისთვის COVID-19-ის გრძელვადიანი შედეგები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქებიდან დღემდე მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 37 801 975 ადამიანს მიაღწია. აქედან გარდაიცვალა 1 080 682 და განიკურნა 26 276 030 კაცი.