აგრესიული სამშვიდობო: ტრამპს ამერიკელი ჯარისკაცების სახლში დაბრუნება სურს

ამერიკული მასმედია აცხადებს, რომ აშშ-ის ჯარების ავღანეთიდან გაყვანის შესახებ დონალდ ტრამპის დაპირება არარეალისტურია.
Sputnik

ჟურნალისტებმა თეთრი სახლის მეთაური პოპულიზმში დაადანაშაულეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკელი ჯარისკაცების სახლში დაბრუნებისა და აშშ-სთვის არასაჭირო სამხედრო კონფლიქტების შეწყვეტის პირობა მანამდეც არაერთხელ დადო. თუმცა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის განმავლობაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტი ახლო აღმოსავლეთში საერთოდ არ შემცირებულა.