თბილისი, 12 ოქტომბერი - Sputnik. ხულოს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.