ყვითელი ამბები

კარგად დააკვირდით ფოტოს – იცანით დათო „უძინართა მზიდან“? – მსახიობი საოცრად შეიცვალა

დათო კა­ზიშ­ვი­ლი 2019 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს 50 წლის გახ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც წვერ­მოშ­ვე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი რთუ­ლად იც­ნო­ბა.
Sputnik

მსახიობმა დათო კაზიშვილმა საზოგადოებას თავი დაამახსოვრა 1992 წელს გამოსული ფილმიდან „უძი­ნარ­თა მზე“, ექი­მი გელა ბენ­დე­ლი­ა­ნის შვი­ლის როლით. მას შემდეგ სხვა როლები არ ყოფილა, თუმცა მსახიობი, რომლის გმირსაც ფილმში ასევე დათო ჰქვია, დღემდე ისევ დათო ბენ­დე­ლი­ა­ნად დარ­ჩა.

დათო კა­ზიშ­ვი­ლი 2019 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს 50 წლის გახ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც წვერ­მოშ­ვე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი რთუ­ლად იც­ნო­ბა. არ კონ­ტაქ­ტობს მე­დი­ას­თან, არ უყ­ვარს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბა­რი. არა­ერ­თხელ გავ­რცელ­და ჭორი მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ. ით­ქვა ისიც, რომ ბე­რად აღიკ­ვე­ცა. ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ერთი წელია მონასტერში ცხოვრობს.

მსახიობს 2019 წლის მარ­ტში მე­სა­მე შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. ყო­ფილ მოკ­რი­ვეს კრი­ვის ფე­დე­რა­ცი­ამ იუბილე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე მი­უ­ლო­ცა. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 20 წლის გო­გო­ნა ნიკი ჰყავს. მე­ო­რედ და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ და­თოს თეკ­ლა შე­ე­ძი­ნა. თეკ­ლა გა­ი­ზარ­და და მა­მას სა­ოც­რად ჰგავს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს და სვამს კი­თხვას, ჰგავს თუ არა მა­მას.

დათო კა­ზიშ­ვი­ლი დღემ­დე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ყვე­ლა თა­ო­ბის ქარ­თველ­ში, ვი­საც კი უნა­ხავს ფილ­მი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად არ აქ­ტი­უ­რობს, მაგ­რამ აქ­ტი­უ­რო­ბენ მისი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი და ხში­რად აქ­ვეყ­ნე­ბენ საყ­ვა­რელ მსა­ხი­ობ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს, ტექ­სტე­ბით: „შე­ხე­დეთ, ეს უძი­ნარ­თა მზის და­თოა“, „იცა­ნით დათო, უძი­ნარ­თა მზი­დან“.