„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 12 ოქტომბერს

გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 12 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) და გელოვანის ქუჩის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რაფიელ აგლაძის, ვახუშტი ბაგრატიონის, დავით ყიფიანის და ქუთაისის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ათონელის, მტკვრის, შოთა ნიშნიანიძის, ორბელიანის, სანაპიროს და ფურცელაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სიმონ ჩიქოვანის, ახალშენის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ვიქტორ დოლიძის, იოსელიანის, გურამ ბზვანელის და სულხან ნასიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.