ყვითელი ამბები

„ბოლოს როდის გივლიათ სახლში შიშველს მარტო“ – მარი ნაკანმა ქართველი კაცის ნუდი გადაიღო

ფოტოგრაფმა მარი ნაკანმა შიშველი კაცი გადაიღო და სოციალური ქსელის მომხმარებლები შოკში ჩააგდო. ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს ხელოვანი.
Sputnik

ფოტოგრაფი მარი ნაკანი საზოგადოებამ რეალითი შოუ „ჯეობარიდან“ გაიცანო, სადაც მან პროექტი მოულოდნელად დატოვა და ყოფილ მეუღლეს შეურიგდა. მაშინ მარის ერთი შვილი – ლიტუკა თავაძე ჰყავდა, რომელიც ახლა 17 წლისაა.

მარი ნაკანს ორი გოგონა ჰყავს. ფოტოგრაფი წლებია ასევე ფოტოგრაფ გიორგი მამასახლისზეა დაქორწინებული. წყვილს თინეიჯერი გოგონა – სოფო მამასახლისი ჰყავს, რომელიც თანდათან საოცრად ემსგავსება დედას.

მარი ბოლო დროს „ინსტაგრამზე“ საკუთარ გადაცემას „ლაივრეჟიმში“ უძღვება, ასევე ასწავლის ფოტოგრაფიას ნიუტონის თავისუფალ სკოლაში და „ჯიპაში“. როგორც ინტერვიუებში ჰყვება, როდესაც „ჯიპამ“ საუკეთესო ლექტორად აღიარა, ამან მისცა მოტივაცია, გაეხსნა საკუთარი ფოტოსკოლა.

„ჩემს ოჯახში არიან ლექტორები, ბაბუაჩემი სამხატვრო აკადემიის ლექტორი იყო, იგი სიცოცხლის ბოლომდე გასცემდა თავის უდიდეს გამოცდილებას. დედაჩემი – თეატრალურში კინოსარეჟისორო ფაკულტეტს კურირებდა, მუდმივად ვესწრებოდი მის ლექციებს და ალბათ მისგან ავითვისე კარგი გადმოცემის უნარი“, – ამბობს მარი ნაკანი.

ცოტა ხნის წინ მარიმ ქართველი კაცის შიშველი ფოტო გამოაქვეყნა „ინსტაგრამზე“ და სოციალური ქსელის მომხმარებლებს მისი ნამუშევრის შეფასება სთხოვა. ფოტომ საზოგადოება აღაფრთოვანა.