ყვითელი ამბები

„20 წლის წინ...“ – ლიზა ყენია და მაია ჯაბუა პლაჟზე – უსაყვარლესი ფოტო

შოუბიზნესის ბევრ კაშკაშა ვარსკვლავს მათზე არანაკლებ პოპულარული და წარმატებული შვილები ჰყავს. ლიზა ყენიას და „მზიურელ“ მაია ჯაბუას განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ.
Sputnik

ეპატაჟური და თანატოლებს შორის საკმაოდ პოპულარული გოგონა – ლიზა ყენია გარეგნობით, ხმის ტემბრით, მოქნილობით, პოზიტიური ხასიათითა და შესრულების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ლიზა ცნობილი „მზიურის“ ერთ-ერთი ცნობილი სოლისტის მაია ჯაბუას შვილია, მან თავის დამკვირდება შეძლო და დედის ჩრდილქვეშ არ მოექცა.

ჯაბუას 22 წლის შვილი პოპულარობით დედას არ ჩამოუვარდება. ისიც მღერის და სხვადასხვა პროექტიდანაც დაამახსოვრა თავი მაყურებელს. თავად დარწმუნდებით მის ნიჭიერებაში, თუ მის შესრულებულ სიმღერებს მოისმენთ, ან ცეკვას ნახავთ.

ლიზა დედას სოციალურ ქსელში ხშირად ეხუმრება და შემდეგ სახალისო ვიდეოებს, ფოტოებსა თუ მინაწერებს ასაჯაროებს. ამჯერად ლიზამ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ დედასთან ერთად 20 წლის წინ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

მაია ჯაბუას ქალიშვილმა კარიერა პატარა ასაკში დაიწყო, ახლა კი წინ დიდი ნაბიჯებით მიიწევს. საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად მისი პირადი ცხოვრებაც ექცევა. უცნობია ამჟამად დაკავებულია თუ არა მომღერლის გული, თუმცა ცოტა ხნის წინ აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის და რეპერი „ძვალი“, იგივე აჩი ვანიშვილი ერთად იყვნენ. ოფიციალურად სასიყვარულო ურთიერთობა ჯერჯერობით არც ერთს არ დაუდასტურებია.