მზიანი დღეები – როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი საქართველოში

უახლოეს დღეებში საქართველოში უპირატესად მზიანი და უნალექო ამინდია ნავარაუდევი, თუმცა მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმაც.
Sputnik

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უპირატესად მზიანი და უნალექო ამინდია ნავარაუდევი, თუმცა 15 ოქტომბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

როგორი ამინდი იქნება თბილისში ოთხშაბათს, 14 ოქტომბერს

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

„12-14 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 15 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.