მთვარის კალენდარი: 11 ოქტომბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.
Sputnik

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 11 ოქტომბერი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია.

შემოქმედებითი აღმავლობის დღეა. იღვიძებს ოპტიმიზმი, თავდაჯერებულობა, მჭევრმეტყველება, საბრძოლო სული, უმჯობესდება განწყობა, ასევე იმატებს გარისკვის სურვილი, იზრდება ავანტიურისადმი მიდრეკილება, რაც ამაღლებს დაუფიქრებელ რისკებს. ამ დღეებში განსაკუთრებით დიდი შემოსავალი აქვთ სათამაშო სახლებს – კაზინოებს, ტოტალიზატორებს, სათამაშო ავტომატების დარბაზებს.

პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

კარგი დღეა პრეზენტაციების, კულტურული, სპორტული და სხვა ღონისძიებების ჩატარებისთვის, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

მთვარე ლომის ნიშანში საუკეთესო დღეებია სიყვარულისთვის.  „ერთი ნახვით შეყვარება" ყველაზე ხშირად სწორედ ლომის ნიშანში ხდება. ხელსაყრელი დღეა სექსუალური ურთიერთობების, ფლირტისთვის. ურთიერთობები ადვილად ყალიბდება და შემდეგ თანდათანობით შეიძლება მტკიცე კავშირში გადაიზარდოს. ამ დღეებში ყალიბდება ერთობლივი შემოქმედების ურთიერთობების მოდელი, ანუ ძალიან კარგია ერთად წასვლა კულტურულ ღონისძიებებზე.

რეკომენდებულია ფულთან დაკავშირებული საქმეების გაკეთება, მიმდინარე საქმის კეთება, რთული პროექტების განხილვა, დაგეგმილის განხორციელება, ბიზნეს–საქმიანობა, აქტიურობა, რემონტისა და მშენებლობის დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა, გამოფენების, კონცერტებისა და სხვა სახის შემოქმედებითი საღამოების გამართვა, სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება.

თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

არარეკომენდებულია აჩქარება.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ძალზე წარმატებული და იღბლიანი დღეა იმისთვის, რომ სალონს ეწვიოთ. ამ დღეს კარგი იქნება თმის შეღებვაც და დახვევაც, მათ შორის, ქიმიური.

მანიკურის გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ ამ საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება უპრიანი იქნება.

მებაღეობა: მთვარე ლომის ნიშანშია – არცთუ ნაყოფიერი ნიშანია. შეიძლება მწვანილეულისა და სამკურნალო მცენარეების გამოშრობა. კარგი დღეებია ზამთრის მარაგის გასაკეთებლად კომპოტებისა და კონსერვების სახით.

შეიძლება ხმელი ტოტების მოშორება ხეებისა და ბუჩქებისთვის, ასევე კარგი დღეა მოწყვისთვის, მავნებლებთან ბრძოლისთვის.