კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონებში: ყველაზე მეტი ისევ თბილისშია

ბოლო მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის დადასტურებული  11794 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია  6327, გარდაიცვალა  85 პაციენტი
Sputnik

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში  ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 523 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა თბილისს, აჭარასა და იმერეთს უკავშირდება, განაცხდა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ. 

კორონავირუსმა სამი ახალი სიმპტომი გამოავლინა

კორონავირუსისი ახალი შემთხვევებით პირველ ადგილზე თბილისია, სადაც 194 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. შემდეგ მოდის აჭარა — 172 შემთხვევით, რაც, ენდელაძის თქმით, ამ რეგიონში კორონავირის შემთხვევების კლების ტენდენციაზე მიუთითებს. 117 შემთხვეა კი გამოვლენილია  იმერეთში.

„სამწუხაროდ, რეგიონების მიხედვით, ახალი შემთხვევებით პირველ ადგილზე თბილისია, რისიც გვეშინოდა. თბილისში არის 194 ახალი შემთხვევა, აჭარაში იკლებს, მიღებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო, იქ არის 172 ახალი შემთხვევა, იმერეთში კი – 117“, — აღნიშნა  ენდელაძემ.

რაც შეეხება საქართველოს სხვა რეგიონებს: გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო- ზემო სვანეთში 16 შემთხვევა გამოვლინდა, გურიასა და შიდა ქართლში — 7-7, ქვემო ქართლში — ოთხი, კახეთში — სამი, სამცხე ჯავახეთში – ორი, მცხეთა– მთიანეთში კი  ერთი შემთხვევა.

მარინა ენდელაძის თქმით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის დადასტურებული  11794 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია  6327, გარდაიცვალა  85 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება  5590 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა   1393 შეადგენს.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.