ფოთში „სასწრაფო დახმარების“ ექიმსა და მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ამ დროისთვის ფოთში კორონავირუსის 38 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 18-ს შეადგენს.
Sputnik

თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ამ დროისთვის ინფიცირებულები, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეში, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფოთის რაიონული სამსახურის მენეჯერის, კესო გელენიძის განცხადებით, „სასწრაფო დახმარების“ თანამშრომლებს ინფექცია გეგმიური შემოწმებისას გამოუვლინდათ. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა

„ჩვენი თანამშრომლების კორონავირუსზე ტესტირება პერიოდულად ტარდება,  ბოლოს ჩატარებულ PCR-ტესტის შედეგად კორონავირუსი ექიმს და მძღოლს დაუდგინდათ. მოძიებულია მათი  კონტაქტები და ყველა მათგანი ეპიდემიოლოგების მეთვალყურეობის ქვეშაა“ , - განაცხადა კესო გელენიძემ.

ამ დროისთვის ფოთში კორონავირუსის 38 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 18-ს შეადგენს.

საქართველოში ახალიკორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 519-ით გაიზარდა და 11271-ს მიაღწია. ამ დროისთვის სულ 6119 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 78.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.