პატრიარქის სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 527-ით გაიზარდა და 10 752-ს მიაღწია
Sputnik

თბილისი, 10 ოქტომბერი - sputnik. პატრიარქის სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ექვსი ადამიანი გარდაიცვალა

გამოცემის ცნობით, მსახიობი კახა მიქიაშვილი კორონავირუსით მეგობრისგან დაინფიცირდა და ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს.

სააგენტოსთან საუბარში მიქიაშვილი განმარტავს, რომ მეგობართან კომუნიკაციის შემდეგ საპატრიარქოში არ მისულა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 527-ით გაიზარდა და 10 752-ს მიაღწია. 

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 6119 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5971, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.