ყვითელი ამბები

„სუპერ ბებო...“ - ნახეთ რა საყვარელი შვილიშვილი ჰყავს ნინო ნადირაძეს - ფოტო

კუზანოვების ცნობილ ოჯახში მატებაა. ბაია კუზანოვს ბიჭუნა შეეძინა. სოციალურ ქსელში ახალშობილის ფოტოები ვრცელდება.
Sputnik

ცნობილმა ექიმმა შვილიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე განათავსა და უამრავი კომპლიმენტი მიიღო. „სუპერ ბებო“, „ჯერ კიდევ, ვერ აცნობიერებს რა ლამაზი ბებო ყავს უსაყვარლესს“, - უწერენ ნინო ნადირაძეს.

ექიმისა და ტელეწამყვანის ქალიშვილი ბაია კუზანოვა 1 აგვისტოს დედა გახდა. ახალგამომცხვარმა ბებიამ მშობიარობის შემდეგ ბაიას პირველი ფოტო „ინსტაგრამ სთორიზეც“ ატვირთა. გოგონამ გაგუას კლინიკაში იმშობიარა და ბიჭი გააჩინა.

ბაია კუზანოვის ორსულობის შესახებ ცნობილი დაახლოებით რამდენიმე თვის წინ ნინო ნადირაძის სოციალური ქსელიდან გახდა. გუგა და ნინო კუზანოვებმა ბაია ერთი წლის წინ დააოჯახეს. სოციალურ ქსელში წყვილის ფოტო-ვიდეოები აქტიურად ქვეყნდებოდა. ერთადერთი ქალიშვილის დაოჯახება და მასთან განშორება არც ისე ადვილი აღმოჩნდა გოგონას მშობლებისთვის.

ნინო ნადირაძემ შვილის ქორწილის დღეს ვიდეომიმართვა ჩაწერა და აღნიშნა, რომ ბაია და ყველა ქალი გათხოვებისთვის ენანება. როგორც აღმოჩნდა, დაქორწინებამდე წყვილს ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, თუმცა ყოველთვის ცდილობდნენ მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილიყვნენ. ბაიას რჩეული საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი გიორგი ბეჟაშვილია.

ნინო და გუგა კუზანოვებმა ოჯახი 27 წლის წინ შექმნეს. ექიმები 1993 წელს შეუღლდნენ. ურთიერთგაგებითა და ერთმანეთის მხარდაჭერით ბევრს მიაღწიეს, დღემდე ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთ გამორჩეულ წყვილად ითვლებიან.