ყვითელი ამბები

„როცა აპარატს გამოვრთავთ, ვერაფერს იგრძნობს“ - მაია ასათიანის უმძიმესი მონოლოგი - ვიდეო

მაია ასათიანმა მაყურებელს აქამდე უცნობი ფაქტები გაანდო. ნახეთ რა მოიმოქმედა ჟურნალისტმა იმ დროს, როდესაც სოციალურ ქსელში საფრანგეთის კლინიკიდან მისი ფოტო გავრცელდა
Sputnik

ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა საკუთარ გადაცემაში იმ მძიმე პერიოდზე ისაუბრა, როდესაც მოუწია შვილის აპარატიდან გამორთვაზე გადაწყვეტილება მიეღო. როგორც ტელეწამყვანი ამბობს, ან ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო, ან შვილს შვიდი დღის განმავლობაში ტანჯვით სიკვდილი ელოდა. 

ასათიანი ყვება, რომ დაფიქრებისთვის 10 წუთი ითხოვა, ამ დროს კი ვიღაცამ ფოტო გადაუღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა, როგორ იჯდა კლინიკის იატაკზე მოკუნტული, მას შემდეგ, კი რაც გაიგო, რომ ნუცას აპარატიდან გამორთვისას არ ეტკინებოდა და მშვიდად ძილს გააგრძელებდა, გადაწყვეტილებაც მიიღო.

რამდენიმე წლის წინ მთელი ქვეყანა დაადუმა მაია ასათიანის ოჯახის ტრაგედიამ. ცნობილმა ჟურნალისტმა ქალიშვილს საფრანგეთის კლინიკაში მიაკითხა, მაგრამ ექიმებმა გოგონას გადარჩენა ვერ მოახერხეს. ნუცა ტელეწამყვანის ერთადერთი შვილი იყო. მშვენიერი და ყველასათვის საყვარელი ნუცა მაია ასათიანს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. ნუცა 2017 წლის 23 თებერვალს საფრანგეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჟურნალისტის ქალიშვილს მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ა დაუდგინეს.

მაია ასათიანი 11 წელია ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემა „პროფილის“ ავტორი და უცვლელი წამყვანია, რომელიც ქართული მედია-ბაზრის ერთ-ერთი უალტერნატივო გადაცემაა. მისი სოციალური ქსელი ხშირად საყვარელი ძაღლებისა და კატების ვიდეოებით არის სავსე. ცნობილი ტელესახე მათთან ერთად ცხოვრობს. ბოლო პერიოდის მანძილზე მაიამ უამრავი ტკივილი გადაიტანა. მას დიდი ტრაგედიის გადალახვაში ოჯახის წევრები – ორი და და დედა ეხმარებოდნენ.