მთვარის კალენდარი: 10 ოქტომბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.
Sputnik

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

  • 10 ოქტომბერი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია.

დღის ენერგია რთულია. შესაძლებელია კონფლიქტებამდე მისვლა, აგრესიის გამოვლენა. განსაკუთრებით არახელსაყრელია დღის მეორე ნახევარი. კარგია ამ დღეს მიზანსწრაფული მოქმედება, ოღონდ ინდივიდუალურად.

ესაა სენტიმენტური გრძნობების, ემოციური მერყეობის დღე, მგრძნობირობა მატულობს, ამიტომ საჭიროა დიპლომატიურობა.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

ამ დროს ძლიერდება რომანტიკული განწყობა, ადამიანები უფრო მეოცნებენი ხდებიან და მოგონებებს ეძლევიან. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობები უფრო სულიერი და ემოციურად სავსე ხდება.

სიყვარულში მგზნებარება უკან იხევს და წინა პლანზე სინაზე გამოდის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორს აჩვენოთ თქვენი თანაგრძნობა, ზრუნვა, ნდობა. ამავე დროს, აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ თქვენი გრძნობები და ემოციები. ასევე არის საშიშროება, რომ სხვისი გავლენის ქვეშ მოექცეთ.

ამ დღეს დაწყებული ურთიერთობები ძალიან ხშირად ქორწინებით გვირგვინდება.

რეკომენდებულია მხოლოდ მარტივი საკითხების გადაწყვეტა, ადრე დაწყებული საქმეების დასრულება, აზრის პირდაპირ, მკაფიოდ გამოთქმა, ყოველგვარი მიკიბვ–მოკიბვის გარეშე და ზოგადად, ჯობია ნაკლები ლაპარაკი და ურთიერთობები, შინაგანი სიმშვიდისა და წონასწორობის შენარჩუნება, ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება, სიმტკიცის გამოჩენა.

არარეკომენდებულია მუშაობა და ბიზნეს–საქმიანობა, მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება, მოლაპარაკებების დაწყება, საკუთარი აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით

ხელსაყრელი დღეა მოკლე მანძილზე მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კირჩხიბის დღეები ძალზე მგრძნობიარეა ნებისმიერი პროცედურის მიმართ. ამ დღეს არაა რეკომენდებული თმის შეჭრა, შეღებვა. კარგი დღეა სახის ნიღბისთვის.

ასევე არახელსაყრელი დროა მანიკურისთვის.

მებაღეობაკირჩხიბი ერთ–ერთი ნაყოფიერი ნიშანია. შეიძლება სინესტის მოყვარული და დეკორატიულ–ფოთლოვანი ხეების დარგვა, ფორმის მიმცემი გასხვლა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, ოთახისა და აივნის მცენარეების მორწყვა.

არასასურველია ისეთი მცენარეების დარგვა–დათესვა, რომლებიც დიდი სიმაღლის იზრდებიან, ხილის ხეებისა და ბუჩქებისთვის გამხმარი ტოტების მოშორება.