თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. პოეტი დათო მაღრაძე პოემისთვის „ბარაქიანი მიწა“ ფესტივალის მთავარი პრიზით „ვერცხლის დრაკონით” დაჯილდოვდა. ინფორმაცია ქართულ მედიაში ვრცელდება.
ინგლისური გამოცემის Poetry on the lake-ის და UNESCO- ს კომიტეტის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია ორტა-სანჯულიოს კუნძულზე დღეს შედგა.
დავით მაღრაძე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის – „თავისუფლების“ ტექსტის ავტორია.
დავით მაღრაძე – პოეტი და მწერალი, წარსულში ჟურნალ „ცისკრის“ მთავარი რედაქტორი და საქართველოს კულტურის მინისტრია. ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე ორჯერ იყო წარდგენილი.