მსოფლიო დღეს

„სექსუალური ხახვი“: Facebook-მა ხახვის რეკლამა დაბლოკა

სოციალური ქსელის ავტომატური ალგორითმი ხშირად ბლოკავს იმგვარს პუბლიკაციებს, რომლებსაც ის საეჭვოდ მიიჩნევს
Sputnik

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. სოციალურმა ქსელმა Facebook–მა „ზედმეტად სექსუალურად“ მიიჩნია კანადური ფერმერული კომპანიის ხახვის რეკლამა და და ბლოკა იგი, იუწყება ტელეკომპანია CBS–ი.

გავრცელებული ინფორმაციით, რეკლამა შეიცავდა ხახვის ჯიშისა და ხარისხის აღწერილობას და მას თან ერთვოდა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილი იყო კალათში ჩალაგებული რამდენიმე თავი ხახვი, რომელთაგან ერთ–ერთი შუაზე იყო გაჭრილი.

რეკლამის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში პუბლიკაცია დაიბლოკა, ხოლო აკაუნტის მფლობელს მიუვიდა შეტყობინება, რომ ფოტო მისი „ჭარბი სექსუალობის“ გამო წაიშალა.

„ძალიან ცოცხალი წარმოსახვა უნდა გქონდეს, რომ [ხახვი] სექსუალურად აღიქვა“, — აცხადებს ფერმერული კომპანიის მენეჯერ,

მოგვიანებით „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ განმარტა, რომ ბლოკირების მიზეზი ავტომატური ალგორითმი იყო, რომელმაც ხახვი სექსუალურ კონტენტად აღიქვა.

აღსანიშნავია, რომ შეცდომა მალევე გამოსწორდა და ხახვის რეკლამა რამდენიმე საათში კვლავ გამოჩნდა სოციალურ ქსელში.