სერგი კაპანაძე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაპატიმრებას გამოეხმაურა
© Sputnik
„ეს არის ძალიან დიდი დარტყმა არა მარტო ამ ადამიანების პრესტიჟზე და მათ მიერ გაკეთებულ საქმეებზე, ეს არის ძალიან დიდი დარტყმა საგარეო საქმეთა სამინისტროს რეპუტაციაზე, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის პოზიციებზე დავით–გარეჯთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესში, და ეს არის ძალიან დიდი დარტყმა ასევე ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის ყოფილ წევრებს პროკურატურა ქართული ტერიტორიის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემას ედავება. ორივე მათგანს გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.