საქართველოში კორონავირუსით კიდევ ექვსი ადამიანი გარდაიცვალა

გარდაცვლილთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა. გარდაცვლილების კონკრეტული დაავადებების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
Sputnik

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა ვებ-გვერდზე stopcov.ge

პაციენტების კონკრეტული დაავადებების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 527-ით გაიზარდა და 10752-ს მიაღწია. 

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5866 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5574, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1338 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.