თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ბევრი ადამიანი კარტოფილის ხარშვისას უხეშ შეცდომას უშვებს მიუხედავად იმისა, რომ ეს უმარტივესი ოპერაციაა, წერს პოლონური პორტალი Wirtualna Polska.
როგორც გამოცემა წერს, ჩვეულებისამებრ კარტოფილს ცივ წყალს ასხამენ და ისე დგამენ მოსახარშად, რაც არასწორია, ვინაიდან ასე ხარშვის პროცესში კარტოფილი კარგავს უმეტეს სასარგებლო ნივთიერებებს.
ამიტომ როცა ახალი კარტოფილის მოხარშვას აპირებთ, უფრო სწორი იქნება, თუ გაფცქვნილ–გაწმენდილ ბოლქვებს მდუღარე წყალში ჩაყრით და ისე დაიწყებთ ხარშვას, მარილს კი, როცა დარბილდება, მაშინ დაუმატებთ.
რაც შეეხება ძველ კარტოფილს, ის ჯობს კანიანად მოხარშოთ, რადგან ყველაზე ღირებული სწორედ კანქვეშაა.
თუ პიურეს მომზადებას აპირებთ, კარტოფილი შეძლებისდაგვარად თხლად გათალეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. ამით ხარშვის დროს შეამცირებთ.
სამარხვო კერძები: მოხარშული კარტოფილი მწვანე სოუსით კანარის კუნძულებიდან
იმისათვის, რომ მოხარშული კარტოფილი უფრო გემრიელი იყოს, შეგიძლიათ წყალში დაამატოთ რძე პროპორციით 250 მლ 1 ლიტრზე, კარაქი და ხახვი.
შვეიცარიული რიოშტის კლასიკური რეცეპტი: კარტოფილი სრულიად ახლებურად
აღსანიშნავია, რომ კარტოფილი C ვიტამინის შესანიშნავი წყაროა – საშუალო ზომის ბოლქვი ამ ვიტამინის დღიური ნორმის მეოთხედს აკმაყოფილებს. გარდა ამისა, კარტოფილი ადამიანს ამარაგებს მაგნიუმით, კალციუმით, რკინით, მანგანუმით, იოდით, ნატრიუმითა და გოგირდით.