ფოთის მესამე საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის

სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსზე 333 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა, მათგან 14 დადებითი პასუხია.
Sputnik

თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. ფოთის მუნიციპალიტეტის მესამე საჯარო სკოლის ექთანს კორონავირუსი დაუდგინდა, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი. 

გავრცელებული ინფორმაციით, ექთანს ვირუსი გეგმიური შემოწმებისას გამოუვლინდა, იგი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

ამ დროისათვის სკოლაში ეპიდემიოლოგები ეპიდკვლევას ახორციელებენ. საკლასო ოთახებში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება. 

სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ინფიცირების 14 შემთხვევა გამოვლინდა
 

„კორონავირუსი ჩვენი სკოლის ექთანს გამოუვლინდა. ჯერჯერობით გამოვლენილი კონტაქტების რაოდენობა დიდი არაა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორშაბათიდან სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად გააგრძელებს“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა ლელა კემულარიამ.

სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსზე 333 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა, მათგან 14 დადებითი პასუხია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 527-ით გაიზარდა და 10752-ს მიაღწია. 

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 5866 ადამიანი, გარდაიცვალა 72, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5574, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1338 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია