ყვითელი ამბები

„არ გიკბინოს“ – მატილდა გვარლიანის თამამი ფოტოსესია – შიშველ ტანზე პითონი

ახალბედა მოდელის სურათები დიდი პოპულარობით სარგებლობს. Instagram-ზე ატვირთულ უახლეს ფოტოს 10 ათასამდე მოწონება აქვს. მატილდას ხელშეუხებელი სილამაზე აღფრთოვანებას იწვევს.
Sputnik

თანატოლ მოდელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. მატილდა გვარლიანი 17 წლის არის და უკვე ხუთ სამოდელო სახლთან თანამშრომლობს. მათ შორის არის რამდენიმე ქართული და რამდენიმე უცხოური წამყვანი მოდის სახლი. თანამედროვე ქართული მოდის ახალი სახე გამორჩეულია სილამაზით, შარმითა და მომხიბლავი ღიმილით.

შეუძლებელია მატილდა გვარლიანის მშვენება ადამიანს ყურადღების მიღმა დარჩეს. ამიტომ მის თითოეულ ახალ პოსტს თუ მორიგ სატელევიზიო ინტერვიუს უამრავი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. ბოლო პერიოდში მატილდა მეტად პოპულარული გახდა სოციალურ ქსელში. „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე მისი „ფოლოვერების“ რაოდენობა 81 ათასს აჭარბებს.

თბილისის, ბაქოს, პარიზის, მილანის, მიუნხენის წამყვანი სამოდელო სახლები და ქართველი თინეიჯერი გოგონა, რომელსაც დიდ მომავალს მოდის დიდი კრიტიკოსები უწინასწარმეტყველებენ. მისი და მისი ძმის დავით გვარლიანის საუცხოო გარეგნობა სოციალურ ქსელს იპყრობს. ქართული მოდის ახალი სახე Victoria's Secret-ის შოუში მონაწილეობაზე ოცნებობს. კრიტიკოსების აზრით, მატილდას ყველა შანსი აქვს.

პოდიუმის ახალბედა წარმომადგენელმა პირველად თაკო ნაცვლიშვილის დედის სამოდელო სააგენტო Look Model Management-ს მიაკითხა. 12 წლის იყო და პოდიუმზე გამოსვლისგან მაშინ თავი შეიკავა. მოგვიანებით კი 14 წლის მატილდა დიდი წარმატებით დაბრუნდა. უახლესმა ფოტომ სოციალურ ქსელში ვნებათაღელვა გამოიწვია. უზარმაზარი პითონი მატილდას შიშველ ტანზე ეხვევა. „ფოლოვერები“ უწერენ, რომ ფოტოები არაჩვეულებრივია, თუმცა შიშსაც გამოთქვამენ, რომ შესაძლოა გველმა უკბინოს.