კორონავირუსი სოფელ ველისციხის სკოლის მოსწავლეებს დაუდასტურდათ

შეჩერდება თუ არა სწავლის პროცესი სოფელში, მას შემდეგ გადაწყდება, რაც ეპიდემიოლოგები ვითარებას შეისწავლიან.
Sputnik

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის კიდევ სამ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ისინი ინფიცირებული მეცხრეკლასელი მოსწავლის ძმა და ორი თანაკლასელია, იუწყება ტელეკომპანია Imedi. 

სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედში დღეიდან გადაადგილება იზღუდება

სოფელში ეპიდემიოლოგთა ჯგუფი დილიდან მუშაობს და კონტაქტებს იკვლევენ.

ველისციხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ოფიციალურად არ შეწყვეტილა, თუმცა მშობლებმა მოსწავლეების სკოლაში გაშვებაზე უარი თავად თქვეს. 

შეწყდება თუ არა სწავლის პროცესი სოფელში, ეპიდემიოლოგების მიერ ვითარების შესწავლის შემდეგ გაირკვევა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 10752 შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 5866 პაციენტი, გარდაიცვალა 72 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.