აჭარაში ბრენდირებული ყავის ფალსიფიცირების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით პროდუქცია და სხვისი ეტიკეტისა და ბრენდის ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი პოლიგრაფიული მასალა ამოიღეს.
Sputnik

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც აჭარის რეგიონში ყავის საწარმოს ფლობდა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ერთ-ერთი ბრენდირებული ყავის სასაქონლო ნიშანს იყენებდა.

სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით პროდუქცია და სხვისი ეტიკეტისა და ბრენდის ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი პოლიგრაფიული მასალა ამოიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.