საქართველოს და ბელარუსის ნაკრებებმა თბილისში მატჩის წინ ივარჯიშეს

Sputnik
1 / 10
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა „დინამო არენაზე“ ვარჯიში ჩაატარა
2 / 10
მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელების ახლანდელ თაობას ქართული ფეხბურთის ისტორიის შეცვლა შეუძლიათ
3 / 10
სლოვაკმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ თამაში საკმაოდ რთული იქნება და მოედანზე ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს
4 / 10
პრობლემატურია მარცხენა მცველის პოზიცია. ვაისის თქმით, ამ ადგილის დაკავება ერთდროულად რამდენიმე მოთამაშეს შეუძლია: ტაბიძეს, გრიგალავას, ნავალოვსკის, ჯიღაურს
5 / 10
მწვრთნელმა უკვე იცის, ვინ გამოვა ხვალ სასტარტო შემადგენლობაში პოზიციებზე, თუმცა დასახელება არ ისურვა
6 / 10
ბელარუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მიხაილ მარხელის აზრით, მისი გუნდი უეფა-ს ერთა ლიგის ნახევარფინალში ფავორიტი არ არის
7 / 10
მარხელის თქმით, მატჩის მსვლელობისას ბევრი რამ ფეხბურთელების ფსიქოლოგიაზე იქნება დამოკიდებული
8 / 10
მწვრთნელმა აღნიშნა, რომ დიდი პასუხისმგებლობა აკისტრიათ გამოცდილ სპორტსმენებს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ თამაშში ახალგაზრდებს უნდა დაეხმარონ
9 / 10
უეფა-ს ერთა ლიგის ნახევარფინალი საქართველოს და ბელარუსის ნაკრებებს შორის თბილისში 8 ოქტომბერს დინამო არენაზე გაიმართება 20:00 საათზე
10 / 10
კორონავირუსის პანდემიასთან და დაინფიცირების შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით მატჩი მაყურებლის გარეშე ჩაივლის