ალექსანდრა პაიჭაძემ მკერდი გამოაჩინა – თამამმა ფოტომ სოცქსელების მომხმარებლები აღაფრთოვანა

ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელებში თამამი ფოტოებით გამოირჩევა, თუმცა აქამდე მას სხეულის არც ერთი ინტიმური დეტალი არ გამოუჩენია.
Sputnik

ალექსანდრა პაიჭაძემ „ინფლუენსერობა“ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ქართველი ვარსკვლავები სარეკლამო ბიზნესში წინ ნელ-ნელა მიიწევენ. ალექსანდრა პაიჭაძე მათ რიგში მოწინავე ადგილს იკავებს. მოდელის თითოეული ახალი ფოტოსესია ვნებათაღელვას იწვევს. ალექსანდრა პაიჭაძე ცეცხლოვანი და მომხიბლავი იმიჯით გამოირჩევა.

უჩვეულო და უცხო ფოტოსესიებით გამორჩეული ფოტომოდელი სკანდალებს არ უშინდება. მისი ყოველი ახალი ფოტო ახალ სალაპარაკოს აძლევს ადამიანებს. გარდა სალაპარაკო თემისა, ალექსანდრამ განსხვავებულ ხერხს მიმართა, რამაც მის გარშემო თავმოყრილი ადამიანები მეტად დააინტერესა. სოციალურ ქსელში მისი ყოველი პოსტი გამორჩეულად ლამაზი ფილოსოფიური ან საკუთარი გამოცდილებით შეძენილი ფრაზებით გახადა.

რამდენიმე პროფესიის მქონე მოდელი კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ მოქცეულა, არც ეს შემთხვევა აღმოჩნდა გამონაკლისი. ფეხბურთელის ყოფილმა ცოლმა ცნობილ ფოტოგრაფთან ფოტოსესიისას გაიხადა. ბრეტელებიან საზაფხულო კაბაში მოდელს ცალი ძუძუ მთლიანად უჩანს. ფოტო მარი ნაკანმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და სოცქსელები მომხმარებლები აღაფრთოვანა.