ყვითელი ამბები

ნეკა დოროყაშვილი შეყვარებულია? – საყვარელი მამაკაცის სიურპრიზი კარანტინში მყოფ მოდელს

ცნობილი ჩოგბურთელის შემდეგ სიყვარული, როგორც ჩანს, მისმა ყოფილმა მეუღლემაც იპოვა. ნახეთ რა სიურპრიზი გაუკეთა კარანტინტში მყოფ ნეკას მისმა შეყვარებულმა.
Sputnik

ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი კარანტინიდან სახლში დაბრუნდა. „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ცოტა ხნის წინ მოდელმა სახლში გადაღებული ვიდეოები გამოაქვეყნა. მოდელი რამდენიმე დღე სასტუმრო „მონოგრაფში“ იმყოფებოდა, რადგან საფრანგეთსა და ჰოლანდიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. მოდელი იქ გადაღებებზე იმყოფებოდა.

 

„მას შემდეგ, რაც ევროპიდან გრძელი მოგზაურობის შემდეგ დავბრუნდი, კარანტინში ყოფნა მიწევს, გამოკეტილი ვარ სასტუმრო ოთახში, ვიკეთებ პისიარ ტესტებს კორონავირუსზე. ეს რადიკალური ცვლილება ცოტათი სტრესულია, მაგრამ კარგი ისაა, რომ თუ ადამიანს შენზე ზრუნვა უნდა, ის ამას ნიუ-იორკიდანაც გააკეთებს. სასტუმროს საჭმელი კარგია, მაგრამ მე ახლა უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს ნიუ-იორკიდან ჩემთვის შეკვეთილი სუში. თუ ადამიანი შენთვის მნიშვნელოვანია, დისტანცია არაფერს ნიშნავს“, – დაწერა კარანტინში მყოფმა მოდელმა.

როგორც ჩანს, ქალმა სიყვარული იპოვა, ისევე, როგორც მისმა ყოფილმა მეუღლემ, რომელიც გერმანელ ჩოგბურთელზეა შეყვარებული.

სექტემბერში ნეკა დოროყაშვილმა 29-ე დაბადების დღე გრანდიოზულად, წვეულებით და უამრავი სტუმრით აუზიან სახლში აღნიშნა. როგორც ნეკას „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, ქალმა უამრავი საჩუქარი მიიღო.

ცნობილი სკანდალის შემდეგ ნეკა დოროყაშვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენისგან თავს იკავებდა, არც სოციალურ ქსელში აქტიურობდა. თუმცა ამჯერად, როგორც ჩანს, ნეკამ გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრების დეტალები სოციალური ქსელის მომხმარებლებს აღარ დაუმალოს.

2020 წლის 21 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით (სსკ-ის 126¹ მუხლი) დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პარალელურად, დაზარალებულთა დაცვის მიზნით, გამოიცა შემაკავებელი ორდერები (სულ 6 ორდერი) ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი მშობლების მიმართ, რომლებიც მხარეებმა გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2020 წლის 8 ივნისს, ცხრასაათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა გასაჩივრებული ორდერი ძალაში დატოვა. თავად სპორტსმენი სასამართლომ 100 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ხოლო იძალადა თუ არა მან ყოფილ ცოლზე, ამას სასამართლო განხილვა მომავალში დაადგენს. ნეკა დოროყაშვილის ინტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია PHR იცავს.