„მაგრად გამიმართლა ჩემ შვილად რომ დაიბადე“ – მარიამ გეგუჩაძე იუბილარია – ფოტოები

ცნობილი ტელეწამყვანი, რომელიც მაჟორიტარობის კანდიდატია, დასავლეთ საქართველოდან, სადაც საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, დედაქალაქში სპეციალურად შვილის იუბილესთვის ჩამოვიდა.
Sputnik

„შენ ხარ ჩემი მთავარი სარკე მარუს, რომელიც საკუთარ შეცდომებთან მასწორებ. ამიტომ, მაგრად გამიმართლა ჩემ შვილად რომ დაიბადე“, – ასეთი სიტყვებით მიულოცა ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა უფროს შვილს მარიამ გეგუჩაძეს იუბილე.

ნანუკა ჟორჟოლიანს და მის ორ შვილს დიდი მეგობრობა აკავშირებთ. აშკარაა, რომ ტელეწამყვანი და „ინფლუენსერი“ ყველაზე ჰარმონიულად თავს სწორედ შვილებთან გრძნობს.

საზოგადოებისთვის საინტერესო პერსონებს შორის ქართველი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მოწინავე ადგილს იკავებს. სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდს და მის ახალ გადაცემას „სხვა ნანუკას“ უამრავი მიმდევარი ჰყავს. „ნანუკას შოუს“ გადაცემის შინაარსი შეეცვალა.

ახლა ნანუკა ჟორჟოლიანი უფრო მეტად კრიტიკული, სოციალურ თემებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე ორიენტირებული გახდა. მის მონოლოგებს 300 ათასზე მეტი ნახვა და უამრავი განხილვა ახლავს. ჟურნალისტი სკანდალურ განცხადებებს არ წყვეტს.