კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
Sputnik

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოსთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მოპედი სატვირთოს შეეჯახა. მოპედის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.