მსოფლიო დღეს

ჩინეთი ძვირს გადაიხდის პანდემიისთვის: ტრამპი პირობას დებს

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დონალდ ტრამპი ჩინეთს კორონავირუსის გავრცელებაში სდებს ბრალს და მის ფინანსურად დასჯას მოითხოვს.
Sputnik

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ჩინეთი ძვირს გადაიხდის მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებისთვის, პირობას დებს აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპი.

აღნიშნულის თაობაზე პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომელიც მის Twitter-ზეაგამოქვეყნებული.

​„ჩინეთს მოუწევს დიდი ფასის გადახდა იმისთვის, რაც მან ჩვენს ქვეყანას დამართა; ჩინეთი დიდ ფასს გადაიხდის იმისთვის, რაც მან მსოფლიოს დამართა“, — თქვა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესც დონალდ ტრამპი ჩინეთს კორონავირუსის გავრცელებაში სდებს ბრალს და მის ფინანსურად დასჯას მოითხოვს. მანამდე ის აცხადებდა, რომ არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ოფიციალურმა პეკინმა პანდემიის საფასური გადაიხადოს.

ამ დროისათვის აშშ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობით. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 7,5 მლნ-ს აჭარბებს, რომელთაგან 211 ათასი გარდაიცვალა.